დღეს, კავკასიის ბიზნესის სკოლასა და ბათუმის სამედიცინო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის თანამშრომლობის განვითარება, მოსწავლეებში პროფორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის პროცესის გაძლიერების ხელშეწყობა. თანამშრომლობის ფორმები მოიცავს: მოსწავლეების ჩართულობას სტუდენტურ ღონისძიებებში; ერთობრივი დისკუსიების, კონფერენციების, სემინარების და სხვა აქტივობების განხორციელებას; ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარების გაღრმავებას; დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში ,, პირველადი გადაუდებელი დახმარების’’ ტრენინგის ჩატარებას და სხვა