სიახლეები

ევროპული დღეები კავკასიის ბიზნესის სკოლაში

ევროპული დღეების კვირეულის ფარგლებში კავკასიის ბიზნეს სკოლაში მოეწყო ევროპული ხეივანი, რომლის ფარგლებშიც, გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა შესაბამისი ისტორიულ-კულტურული და სახელოვნებო ნიმუშები. ამასთან, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, ერთობლივად, სხვადასხვა შემეცნებითი და სახალისო აქტივობაც წარმოადგინეს, კერძოდ:

  • ტურნირი ჭადრაკში
  • ხატვის კონკურსი
  • მასტერკლასი
  • გამწვანების აქცია

ღონისძიებას ესწრებოდა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, რომელმაც, ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორთან ერთად, საპრიზო ადგილის მქონე მოსწავლეები დააჯილდოვა.

სიახლეები