სიახლეები

სკოლაში "ლიტერატურული სალონი" შეიქმნა

ინგლისურ ენაზე ლიტერატურის კითხვის ინტერესის გაზრდის მიზნით სკოლაში შეიქმნა "ლიტერატურული სალონი", სადაც მოსწავლეები კითხულობენ წინასწარ შერჩეულ ლიტერატურას და შეხვედრაზე საჯაროდ განიხილავენ მას. "ლიტერატურული სალონის" პირველი შეხვედრა X და IX კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით შედგა. X კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ფრენსის ჰოდსონ ბერნეტის "საიდუმლო ბაღი", ხოლო IX კლასელებმა მარკ ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავალი" და განიხილეს ისინი საგნის მასწავლებელთან ერთად. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა იმას, თუ რამდენად ყურადღებით და გააზრებულად იქნება წიგნი წაკითხული (სიუჟეტის განვითარება, მნიშვნელოვანი დეტალებისა და ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალების ამოცნობა, დაკვირვება და გაანალიზება); წაკითხულის შესახებ მსჯელობა მოხდა სხვადასხვა სახალისო აქტივობების გამოყენებით.

სიახლეები